საფრანგეთი აშშ-ს თავისუფლების ახალ ქანდაკებას გაუგზავნის

საფრანგეთი აშშ-ს თავისუფლების ახალ ქანდაკებას გაუგზავნის

7 ივნისს საფრანგეთი აშშ-ს თავისუფლების ახალ ქანდაკებას გაუგზავნის. Politico-ს ცნობით, ახალი ქანდაკების გაგზავნის მიზანი ორ ქვეყანას შორის ისტორიული კავშირების ხაზგასმაა.

თავისუფლების ახალი ქანდაკება ნიუ-იორკში 4 ივლისს, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს ჩავა. ის პირველ ქანდაკებაზე პატარაა და სიმაღლეში მხოლოდ 2,83 მეტრს აღწევს.

ახალი ქანდაკების დამზადების სურვილი საფრანგეთმა 2019 წლის ივლისში გამოთქვა, თუმცა პანდემიის გამო პროექტის განხორციელება დროებით შეჩერდა და მხოლოდ მიმდინარე წლის ზამთარში განახლდა.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ თავისუფლების ახალი ქანდაკება ვაშინგტონში, საფრანგეთის ელჩის რეზიდენციის ბაღში განთავსდება.