უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ესკალაციის საფრთხე კვლავ არსებობს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანულ გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ როდესაც ევროპამ და აშშ-მა რუსეთზე ზეწოლის განხორციელება დაიწყო, ესკალაციის ალბათობა შემცირდა, თუმცა მისი გამეორების გამორიცხვა არ შეიძლება.
„ყირიმის ტერიტორიიდან დაახლოებით 3.5 ათასი სამხედრო წავიდა. დანარჩენი სამხედროები ადგილზე რჩებიან. ადგილზე რჩება სამხედრო ტექნიკის 90%. ამიტომაც ჩემი ხედვაა, რომ სექტემბრის ბოლომდე ესკალაცია ნებისმიერ მომენტშია შესაძლებელი. ვიცით, რომ რუსეთისა და ბელარუსის სამხედრო წვრთნები „ზაპად-2021“ გაიმართება და ეს პერიოდი ძალიან სახიფათოა“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.