ბლინები მარწყვითა და ნადუღით

ბლინები მარწყვითა და ნადუღით

ინგრედიენტები

2   ცალი კვერცხი

8   ს/კ შაქარი

300   გრამი ყველის შრატი (ან რძე)

2   ჩ/ჭ ფქვილი

300   გრამი ნადუღი

15   ცალი მარწყვი

მომზადება

ბლინის მოსამზადებლად ავიღოთ პლასტმასის თასი. 2 კვერცხი და 5 ს/კ შაქარი ავურიოთ მიქსერით. თანმიმდევრობით დავუმატოთ 300 გრ შრატი, ფქვილი და ნახევარი ჩ/კ სოდა, გახსნილი ამავე რაოდენობის ძმარში, თან მიქსერით გავაგრძელოთ თქვეფა. მასა არ უნდა იყოს ძალიან თხელი ან სქელი.

ბლინის ტაფა დავდგად ცეცხლზე ,დავასხუროთ ცოტა ზეთი, პატარა ზომის სავსე ჩამჩით დავასხათ მომსადებული მასა, ისე რომ ტაფის მოძრაობით მთლიანად დავფაროთ ზედაპირი, შემდეგ გადავაბრუნოთ მე-2 მხარეს და გავაგრძელოთ ცხობა. ცეცხლი საშუალო დონეზე უნდა ენთოს,რომ არ დაგვეწვას.ასე გავიმეოროთ ყოველი ახალი ბლინის გამოცხობისას და დავალაგოთ ამობრუნებულ თეფშზე თანმიმდევრობით.

3 ს/კ შაქარი და 250 გრ ნადუღი ავურიოთ მიქსერით. დავუმატოტ 2-ად გაჭრილი მარწყვები ისე,რომ ძალიან არ დაისრისოს. შიგთავსიც მზადაა.

გადმოვაბრუნოთ ბლინებიანი თეფში, ისე რომ ბოლოს გამომცხვარი ბლინი ქვევით მოხვდეს. დავიწყოთ თითოეულ ბლინზე 1,5 ჩ/კ შიგთავსის მასის მოთავსება. თითოეული დავახვიოთ სიგარეტივით. გემრიელად მიირთვით რძესთან ან კაკაოსთან ერთად.