კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში, ყოფილი სკოლა-ინტერნატის ეზოში 215 ბავშვის ნეშტი იპოვეს. ამის შესახებ CNN-ი წერს.
მისი ცნობით, კამლუპსის სკოლა-ინტერნატი აბორიგენი მოსახლეობისთვის განკუთვნილი საგანმანათლებლო სისტემის ნაწილი იყო, რომელიც 1890 წელს გაიხსნა და 1969 წლამდე ფუნქციონირებდა და პიკის პერიოდში 500 მოსწავლეს იტევდა.
ნეშტების აღმოჩენას გამოეხმაურა კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდოც.
„კამლუპსის ყოფილი სკოლა-ინტერნატის ტერიტორიაზე ნეშტების აღმოჩენის შესახებ ინფორმაციამ გული მომიკლა. ეს ამბავი გვახსენებს ჩვენი ქვეყნის ისტორიის ბნელ და სამარცხვინო ნაწილს“, - დაწერა ტრუდომ Twitter-ზე.
ზოგიერთი გარდაცვლილის ასაკი 3 წელს არ აღემატებოდა. ინდიელთა სათვისტომოში აცხადებენ, რომ მათი შვილები ვალდებულები იყვნენ, მსგავს სკოლა-ინტერნატებში ესწავლათ, ასეთი სასწავლო დაწესებულებები ცუდად ფინანსდებოდა, მასწავლებლები მოსწავლეებს ცუდად ექცეოდნენ, არაერთი მოსწავლე ინფექციურ დაავადებებს, მათ შორის ტუბერკულოზს ემსხვერპლა.
როგორც CNN-თან საუბარში სკოლის ერთ-ერთი ყოფილი მოსწავლე ჰარვი მაკლეოდი ამბობს, რომ სწავლის პერიოდში მისი არაერთი თანაკლასელი და მეგობარი გაუჩინარდა, თუმცა ყველას იმედი ჰქონდა, რომ მათ უბრალოდ გაქცევა მოახერხეს.
და ......................ამათ ჩვენ რა უნდა გვასწავლონ??