ვიეტნამში კორონავირუსის ახალი, უფრო მეტად გადამდები შტამი გაჩნდა

ვიეტნამში კორონავირუსის ახალი, უფრო მეტად გადამდები შტამი გაჩნდა

ვიეტნამში კორონავირუსის ახალი ჰიბრიდული შტამი გაჩნდა, რომელსაც გავრცელების მაღალი სიჩქარე ახასიათებს. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ნგუენ ტჰან ლონგმა განაცხადა.

ვირუსის ახალი შტამი ბრიტანული და ინდური შტამების ნიშნებს შეიცავს. მას მაღალი გადამდებობა და მოკლე ინფექციური ციკლი აქვს.

უახლოეს დღეებში ვიეტნამი შტამის შესახებ არსებულ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას გადასცემს.