გიორგი გახარიას მეუღლემ 2020 წელს საფრანგეთში 472,400 ევროდ ბინა იყიდა

გიორგი გახარიას მეუღლემ 2020 წელს საფრანგეთში 472,400 ევროდ ბინა იყიდა

ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ თანამდებობის დატოვების შემდეგ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო. დოკუმენტის თანახმად მისმა მეუღლემ მარიკა ფანცულაიამ 2020 წელს პარიზის მახლობლად, Le Perreux-sur-Marne-ში ბინა შეიძინა. ბინის ნასყიდობის ღირებულებად 472,400 ევრო არის მითითებული, ფართობი კი 83 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ექს-პრემიერის ოჯახმა საფრანგეთში უძრავი ქონება დანაზოგის მეშვეობით შეიძინა. გახარიას მეუღლე მარიკა ფანცულაია წინა ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, “საქართველოს ბანკში” 538 ათასი დოლარის მოცულობის დანაზოგს ფლობდა.

“ნასყიდობა, უძრავი ქონების შეძენა (ოჯახის დანაზოგი თანხით, რომელიც დეკლარირებულია 30.05.2017 - 30.05.2020 წლებში გამოქვეყნებულ ქონებრივ დეკლარაციებში - მარიკა ფანცულაიას სადეპოზიტო ანგარიშებზე არსებული ნაშთები), 472400, EUR,”- ნათქვამია ქონებრივ დეკლარაციაში.

საფრანგეთის გარდა გიორგი გახარიამ 2020 წელს უძრავი ქონება საქართველოშიც შეიძინა. ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში 2,290 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი შეიძინა. დოკუმენტის თანახმად, მიწის საფასურის ანაზღაურება განვადებით ხდება და მასში 2020 წელს გახარიამ 25,000 ლარი გადაიხადა.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, საფრანგეთში უძრავი ქონების შეძენის შემდეგ, გიორგი გახარიას საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხა 14.5 ათას ლარამდე შემცირდა.

ექსპრემიერმა ქონებრივ დეკლარაციაში 2020 წლის ანაზღაურებად 41,000 ლარი მიუთითა.

გახარია დღეს, საკუთარი პოლიტიკური პარტიის - “საქართველოსთვის” პრეზენტაციას გამართავს. პარტიის დამფუძნებელი ღონისძიება 17:00 საათზე არის დაგეგმილი.

amo სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს სააფთიაქო ბიზნესისთვის სათანადო ყურადღების მიქცევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისივე თქმით, მათ შეუძლაით ქუდი დაიხურონ და საერთოდ წავიდნენ. გიორგობიანის განცხადებით, რაც წამლებთან დაკავშირებით ქვეყანაში 2012 წლიდან ხდება ხალხის დაყაჩაღებაა და სხვა არაფერი, ამიტომ ის მმართველ გუნდს გამოფხიზლებისკენ და ამ საჭირბოროტო საკითხის დროულად მოგვარებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დარწმუნებულია რომ ხალხის გაჭირვებისთვის ყურის წაყრუება "ქართულ ოცნებას" ძალიან ძვირი დაუჯდება, მით უმეტეს, რომ წინ კარსმომდგარი არჩევნებია: საქართველოს მთავრობა, გეყურებათ?!როდემდე არ დაინტერესდებით მედიკამენტების ფასებით?! საქართველოს პარლამენტი, თქვენთვისაც უცნობია სააფთიაქო ბიზნესის ღორობის პრობლემა?! მართლა, კარგით რა, გეყოთ!!! და მანდ, “საქართველოს მთავრობის” მონიშვნას ნუ მომიხსნის თქვენი დურაქი P.R.სამსახური!!! Qeti Loladze მივმართავ საქართველოს მთავრობას და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კომიტეტს! დღეს 4 ტაბლეტ წამალში 57 ლარი გადავიხადე...ნუთუ ეს ფაქტი თქვენ არაფერს გეუბნებათ?!ნუთუ არ გიჩნდებათ შეჭირვებული მოსახლეობისადმი სიბრალულის გრძნობა, რომ ბოლო_ ბოლო გამოერკვეთ საღათას ძილიდან და ხალხის საჭიროებასა და კეთილდღეობისაკენ წარმართოთ თქვენი ძალისხმევა?!გაყიდულია ქართველი კაცი და ქართული ოჯახები ექიმ_ წამლებში, მკურნალობასა თუ სამედიცინო გამოკვლევებში...ამიტომაც, თქვენ ჰუმანურ მხარეს მივმართავ და ხმამაღლა გეკითხებით:ნუთუ არავის მოგდით აზრად, შეიმუშავოთ კანონპროექტი მედიკამენტების ფასების რეგულაციებზე?!განა სწორედ თქვენი პირდაპირი მოვალეობა არ არის, გადახედოთ მედიკამენტების და სხვა სამედიცინო მომსახურეობების ფასებს და ხალხის მძიმე სოციალური ყოფიერების გათვალისწინებით მათი დარეგულირება მოახდინოთ?!თუ გიჭირთ ამ მნიშვნელოვან და სენსიტურ პრობლემაზე მუშაობა, პრობლემაზე, რომლის გადაჭრასაც 2012 იდან გეხვეწებათ ხალხი, რაღას აცდენთ ტყუილა სკამებს, დაიხურეთ ქუდები და წადით სახლებში... ხალხის დაკვეთა კი იმან შეასრულოს, ვისაც ეს ხელეწიფება და შეუძლია..დაწერეთ კანონპროექტი და გაიტანეთ კენჭისყრაზე, გახადეთ ღია და გამჭვირვალე პროცესები და გაასაჯაროვეთ, ვინ ლობირებს ამ ყაჩაღურ ბიზნესს... კერძო მესაკუთრეობა სულაც არ ნიშნავს ხალხის უსულგულოდ და შეუბრალებლად დაყაჩაღებას იმის გამო, რომ ზოგიერთმა გაუმაძღარმა ბიზნესმენმა ამოიყოროს მუცელი... გამოფხიზლდი ოცნება და მოჰკიდე ხელი ამ საჭირბოროტო პრობლემას, თორემ თვითმმართველობის არჩევნები კარზეა მომდგარი და არა მგონია, ეს ყურის მოყრუება ხალხის ხმისადმი სასიკეთოდ წაგადგეს..."- წერს მანჩო გიორგობიანი.
3 წლის უკან