ირაკლი კობახიძე: „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტები სუსტია, რეალურად მათ აინტერესებთ პროტესტი

ირაკლი კობახიძე: „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტები სუსტია, რეალურად მათ აინტერესებთ პროტესტი

პარლამენტის თავმჯდომარემ პირადად შესთავაზა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს დისკუსია ამ საკითხთან დაკავშირებით, რასაც მათ თავი აარიდეს, - ამის შესახებ „ქრონიკას“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„ეს არის კიდევ ერთი არგუმენტი, რაც ამყარებს იმ რწმენას, რომ მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტები სუსტია და რეალურად მათ აინტერესებთ არა ჩაღრმავება ამ საკითხებში, არამედ აინტერესებთ პროტესტი. დაფინანსება განსაკუთრებით ამძაფრებს ეჭვებს ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ.

გუმათში დაკავებული 8 პირის პროცესი გადაიდო და დარბაზიდან რვავე გაათავისუფლეს.

ღამით მომხდარი დაპირისპირებისას 8 ადამიანი დააკავეს. შსს „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს კანონის მოთხოვნების დაცვისკენ მოუწოდებს. ამ დროისთვის, ადგილზე სიმშვიდეა, რიონის ხეობა კვლავ რკინის ჯებირებით არის გაყოფილი. კონსტრუქციების ერთ მხარეს პოლიცია, მეორე მხარეს კი - ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილნი.

რიონის ხეობაში მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ „იმას, რაც რიონის ხეობაში გუშინ ხდებოდა, ყოველდღიური სახე ექნება“.

Katana . მაკიაველი არ იქნებოდა აღფრთოვანებული ბიძინათი, რადგან ის ამბობს: "მმართველის ჭკუა იმის მიხედვით განისჯება, როგორი ხალხი შემოიკრიბა გარშემო".
3 წლის უკან