ვროპის წამლის სააგენტომ 12-15 წლის ბაშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა

ვროპის წამლის სააგენტომ 12-15 წლის ბაშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა

ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) 12-15 წლის ბაშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა.

უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისთვის ვაქცვინაციის პროტოკოლი იგივე იქნება, როგორც სხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის, რაც ვაქცინის ორი დოზის მიღებას გულისხმობს.

„12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენები შემდეგია: ტკივილი ინექციის ადგილზე, დაღლილობა, თავის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, შემცივნება და სიცხე, რაც, როგორც წესი, მსუბუქი ან საშუალო ფორმით მიმდინარეობს და ვაქცინაციიდან რამდენიმე დღეში გადის. ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის სარგებელი რისკებს აღემატება“, - ნათქვამია განცხადებაში.