ვისურვებდი, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული პროტესტის ავტორებმა დაინახონ მთავრობის მიდგომა, რომელიც არის აბსოლუტურად კონსტრუქციული, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ დიალოგი იქნება შედეგზე ორიენტირებული.
„ვისურვებდი და კარგი იქნებოდა, რომ პროტესტის ავტორებმა დაინახონ მთავრობისა და ეკონომიკური გუნდის მიდგომა, რომელიც არის აბსოლუტურად კონსტრუქციული. თქვენ იცით, რომ ეკონომიკის სამინისტრომ შესაბამის უწყებებთან ერთად შეაჩერა კაშხლის მშენებლობა, რაც მორატორიუმის ფორმით გამოიხატა. ასევე არის მოწვეული არაერთი უცხოელი ექსპერტი, რომელიც იტყვის, რა არის ოპტიმალური გამოსავალი“, - აცხადებს წულუკიანი.
ღამით მომხდარი დაპირისპირებისას 8 ადამიანი დააკავეს. შსს „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს კანონის მოთხოვნების დაცვისკენ მოუწოდებს.