სოკო, სუნელები და წიწაკა თქვენს ქათმის კერძს განსაკუთრებულ არომატს შესძენს და საშუალებას მოგცემთ, რომ ოჯახთან ერთად მოილხინოთ მონადირულად!
ინგრედიენტები
2 ს/კ ზეითუნის ზეთი
1 ცალი ოთხად გაჭრილი ქათამი
1 თავი თხლად დაჭრილი დიდი ხახვი
225 გრამი ოთხად გაჭრილი ახალი სოკო
მწიკვი მარილი
მწიკვი შავი წიწაკა
4 კბილი თხლად დაჭრილი ნიორი
3 ღერი როზმარინი
1 ჩ/კ ხმელი ორეგანო ან ქონდარი
1/2 ჩ/კ დაღერღილი წითელი წიწაკა
1 ჭიქა პამიდვრის სოუსი
1/2 ჭიქა წყალი
მარილი და დაფქული შავი წიწაკა
2 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა
2 ცალი მწვანე ბულგარული წიწაკა
მომზადება
გააცხელეთ ღუმელი 175 C გრადუსზე.
გააცხელეთ ზეთი საშუალოზე მაღალ ცეცხლზე, ღრმა ქვაბში. ჩაალაგეთ ქათმის ნაჭრები და აცხვეთ, სანამ არ დაიბრაწება. გადაალაგეთ შებრაწული ქათამი თასზე(ნუ გადაასხავთ ცხიმს ქვაბიდან).
მოათავსეთ დაჭრილი ხახვი და სოკო ქვაბში და შეწვით ქათმის ცხიმში 5-6 წუთის განმავლობაში, სანამ არ დარბილდება. ჩაუმატეთ მწიკვი მარილი და წიწაკა. შემდეგ ჩაუმატეთ ნიორი, როზმარინი, ორეგანო(თავშავა), დაღერღილი წითელი წიწაკა, პამიდვრის სოუსი და წყალი.
ქვაბში მომზადებულ ბოსტნეულზე ზემოდან განალაგეთ ქათმის ნაჭრები, ზემოდან მოასხით წვენი, თუ თასზე რამე დაგროვდა, გემოვნებისამებრ ჩაუმატეთ მარილი და წიწაკა, ბოლოს კი მოაყარეთ ღერებად დაჭრილი ბულგარული წიწაკები, დააფარეთ ქვაბს თავსახური და შედგით გახურებულ ღუმელში 1 საათითა და 15 წუთით.
გემრიელია კარტოფილთან, ბრინჯთან და მაკარონთან ერთად მისართმევად.