ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებულ საპარლამენტო პროცესში კიდევ ერთხელ ვნახე, რომ ოპოზიციაში გვყავს ძალიან არასერიოზული ადამიანები“, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციონერებმა ხელი ისე მოაწერეს შარლ მიშელის დოკუმენტს, რომ არც წაუკითხავთ.
„ოპოზიციაში გვყავს ძალიან არასერიოზული ადამიანები, რომლებმაც გარედან მოაწერეს შარლ მიშელის ხელშეკრულებას ხელი და ალბათ, წაკითხულიც არ ჰქონდათ ისე და შემდეგ პარლამეტში აღმოაჩინეს, რომ ეს ამნისტიის იდეა არ მოსწონთ.
მინდა, მივესალმო ამნისტიის პროექტს, რომელიც პირველი მოსმენით „ქართული ოცნების“ ინიციატივით მიღებულია; მინდა, ვთქვა, რომ ის სრულად აკმაყოფილებს ევროპული კონვენციის არაერთ დებულებას და ეს ამოსავალი წერტილი იქნება, მეორე-მესამე-მეექვსე მუხლები ამ ევროპული ფუძემდებლური ტექსტისა, ხოლო ახლა უკვე, ოპოზიციის პოსტ ფაქტუმ მცდელობები, რომ პოლიტიკური ქულები დაიწერონ, ოღონდ თავად არ იციან, რაში, ალბათ თავიდანვე განწირულია.
ყოველ შემთხვევაში, გარედან ასე ჩანს და საპარლამენტო პროცესი გვაჩვენებს, რით დასრულდება მათი ეს პერიპეტიები, მაგრამ მეტი კვალიფიციურობა, მეტი სერიოზულობა, როცა ბავშვმაც კი იცის, როცა ხელს რაღაცას აწერს, წინასწარ უნდა წაიკითხო, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ ამისთვის არ ეცალათ, როდესაც პოლიტიკურ აჟიოტაჟში იყვნენ და „ქართული ოცნებისგან“ ითხოვდნენ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერას, ხოლო თავად არ წაუკითხავთ, რას მოაწერეს ხელი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
პარლამენტმა „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.
პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს უმრავლესობიდან შესთავაზა დოკუმენტის მათი ვერსიიდან ამოიღონ ჩანაწერი ამნისტიაზე თანხმობასთან დაკავშირებით, ოპოზიციას კი სთავაზობს უარი თქვას ჩანაწერზე დაზარალებულის თანხმობის შესახებ.