ძალიან ბევრ ოპოზიციონერს აქვს განაცხადი შემოტანილი სხვადასხვა დელეგაციაში წევრობაზე და ამდენი ადგილი არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
„ობიექტურობიდან გამომდინარე შეიძლება სჯობდეს, რომ ერთად შევხვდეთ და ეს საკითხი ერთად განვიხილოთ. ვთქვათ „ლელოს“ წევრებს, უფრაქციო დეპუტატებს აქვთ შემოტანილი და იმ დელეგაციებში ამდენი თავისუფალი ადგილი არ არის. ამიტომ, შევჯერდეთ ერთმანეთში, თქვენც შეჯერდით ერთმანეთში და მერე გამოაგზავნოთ მოთხოვნები, უკეთესი იქნება. მაშინ მე სუბიექტური გადაწყვეტილება უნდა მივიღო“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
დიდება სტალინს, დიდება ლავრენტი პავლესძე ბერიას! დიდება! კეთილი კაცის ლეონიდ ბრეჟნევის ხსოვნა და მოგონებაც იყოს!