„ვერ წარმომიდგენია, თუ თქვენ რაიმეში არ გჭირდებათ, დისკრიმინაციის ასეთი განმარტება გააკეთოთ იურისტმა. ასეთი რამ დღეს პირველად გავიგე თქვენგან და არსად წამიკითხავს, არც გამიგონია", -მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელს, შალვა შავგულიძეს „ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის განხილვისას, რომელიც ოპოზიციის მიერ მომზადდა.
„როდესაც ქმედების ჩადენის დროს სამართლებრივი, უფლებრივი თუ სხვა მდგომარეობის გამო, ადამიანები არიან სხვადასხვა უფლებრივ (სტატუსიდან გამომდინარე) მდგომარეობაში, ამ შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივი გადაწყვეტის დროს სახელმწიფოს ევალება, რომ ასევე სხვადასხვა უფლებრივ მდგომარეობაში ამყოფოს ისინი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არის დისკრიმინაცია. რაში გჭირდებათ თქვათ, რომ, თუ უფლებრივი მდგომარეობა არის განსხვავებული ქმედების ჩადენის დროს, სახელმწიფო ვალდებულია, მას მოეპყროს განსხვავებულად?"- კითხვით მიმართა მამუკა მდინარაძემ მომხსენებელს.