მამუკა მდინარაძე: ზოგიერთი ტელევიზია ფლობს ექსკლუზივებს გახარიას გუნდთან დაკავშირებით, ეს შემთხვევითი არ უნდა იყოს

მამუკა მდინარაძე: ზოგიერთი ტელევიზია ფლობს ექსკლუზივებს გახარიას გუნდთან დაკავშირებით, ეს შემთხვევითი არ უნდა იყოს

მართლაც ვხედავთ, რომ ზოგიერთი ტელევიზია და ამ ტელევიზიების პარტიული კუთვნილების შესახებ იცით, ფლობს ექსკლუზივებს გახარიასთან და მის გუნდთან დაკავშირებით, პრეზენტაციებთან, მათ სლოგანებთან და პარტიის სახელწოდებებთან დაკავშირებითაც კი. ეს შემთხვევითი არ უნდა იყოს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ინფორმაცია დიდ გამოცდას და დიდ რევიზიას არ საჭიროებს.

„მომდევნო პერიოდში ჩვენ შევხედავთ, რომელი ტელევიზიები დაკავდებიან მათი პროპაგანდით, მათი პიარით თუ მათი აქტუალიზაციით. ეს ყველა კითხვაზე პასუხს გასცემს. ჩვენ ამის ნიშნები ვნახეთ, მაგრამ აწიც ვნახავთ. გუშინ ჩვენი თანაგუნდელი, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი იყო და დღეს რაღაცებზე ცოტა სხვა კონტექსტში საუბარი რთულია ადამიანურად, ეს ყველამ უნდა გამიგოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„გიორგი გახარიამ დამფინანსებელი იპოვა“ - ამ სათაურით მედიაში სტატია გავრცელდა. ჟურნალისტი წერს, რომ გახარიას ფინანსური პარტნიორი დავით კეზერაშვილია.