ყველა პოლიტიკურ ძალას, თუ ის არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპებს, არსებობის საშუალება აქვს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ლევან ვასაძისა და ალექსანდრ დუგინის შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.
„რაც შეეხება მათი საქმიანობის შეფასებას, ამას ძალიან კარგად ქართული საზოგადოება არჩევნებზე. ის იქნება ლევან ვასაძის პოლიტიკური ორგანიზაცია თუ ნებისმიერი სხვა ტიპის, მათ საქმიანობასთან დაკავშირებით, საზოგადოება ყოველთვის იღებს ადეკვატურ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ჩემს პირად დამოკიდებულებას, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ასეთი ტიპის შეხვედრები ან თუნდაც რიტორიკა, რომელიც შეიძლება თუნდაც ოდნავ მაინც ემთხვეოდეს ჩვენი ოკუპანტი ქვეყნის რიტორიკას“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლევან ვასაძე მოსკოვში კრემლის იდეოლოგს, ალექსანდრ დუგინს შეხვდა.