ალექსანდრე რაქვიაშვილი გახარიაზე გავრცელებულ სტატიაზე: თუ ეს სიმართლეა - ცუდი ინვესტიციაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი გახარიაზე გავრცელებულ სტატიაზე: თუ ეს სიმართლეა - ცუდი ინვესტიციაა

მე ბევრი ამდაგვარი ჭორი გამიგია, ვინ ვის აფინანსებს, მაგრამ, ეს თუ სიმართლეა, ეს იქნება ცუდი ინვესტიცია, - ასე შეაფასა გიორგი გახარიას პარტიის დაფინანსების შესახებ გავრცელებულ ინფორმაცია დეპუტატმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

„არ მგონია, გახარიას გუნდს ისეთი პერსპექტივები ჰქონდეს, რომ ეს გადამწყვეტი იყოს ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისთვის“, - აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

„გიორგი გახარიამ დამფინანსებელი იპოვა“ - ამ სათაურით მედიაში სტატია გავრცელდა. ჟურნალისტი წერს, რომ გახარიას ფინანსური პარტნიორი დავით კეზერაშვილია.