ბექა ლილუაშვილი: პარტია როცა დაფუძნდება და გაჩნდება შემოწირულობების თუ დაფინანსების სამართლებრივი საფუძვლები, ამის შემდეგ ეს იქნება გამჭვირვალე პროცესი

ბექა ლილუაშვილი: პარტია როცა დაფუძნდება და გაჩნდება შემოწირულობების თუ დაფინანსების სამართლებრივი საფუძვლები, ამის შემდეგ ეს იქნება გამჭვირვალე პროცესი

როცა პარტია დაფუძნდება და უკვე გაჩნდება შემოწირულობების თუ დაფინანსების სამართლებრივი საფუძვლები, ამის შემდეგ ეს იქნება გამჭვირვალე პროცესი, – ამის შესახებ გიორგი გახარიას გუნდის წევრმა, დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

„იყო რათაც პარტიული კვლევები, სადაც რეალობა ყველასთვის გახდა ნათელი და ახლა ყველა გზით, ფეიკნიუსებით, მათ შორის ფეიკნიუსების სხვადასხვა მედიასაშუალებისგან გავრცელებით, ისინი ცდილობენ, მოახდინონ მარტივად დისკრედიტაცია. ეს არის და ეს. ამის შინაარსში დეტალურად ვერ შევალ.

რაც შეეხება, პარტიის ფინანსებს ბუნებრივია, ეს პროცესი არის ზოგადად გამჭვირვალე პროცესი, ყოველ პარტიას უწევს სამ დღეში ერთხელ ანგარიშვალდებულება აუდიტის სამსახურთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან. როცა პარტია დაფუძნდება და უკვე გაჩნდება შემოწირულობების თუ დაფინანსების სამართლებრივი საფუძვლები, ამის შემდეგ ეს იქნება გამჭვირვალე პროცესი“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

„გიორგი გახარიამ დამფინანსებელი იპოვა“ - ამ სათაურით მედიაში სტატია გავრცელდა. ჟურნალისტი წერს, რომ გახარიას ფინანსური პარტნიორი დავით კეზერაშვილია.