არ არის გასაკვირი, არც ჩემთვის და არც არავისთვის, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს სუვერენიტეტის და სახელმწიფოებრივობის წინააღმდეგ არსებული კამპანიის ერთ-ერთ იდეოლოგს დუგინს ხვდებოდნენ , - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ლევან ვასაძისა და „საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის" ლიდერის ალექსანდრე დუგინის შეხვედრას.
მისივე თქმით, მხარეებს შორის შეხვედრა გასაკვირი არ არის და არც ისაა გასაკვირი, რომ ივანიშვილს ეს ასპექტი არ აღელვებს.
„არ არის გასაკვირი, არც ჩემთვის და არც არავისთვის, ვინც თვალყურს ადევნებს ამ პოლიტიკოსებს და მის გარემოცვას, რომ ნებისმიერ სხვა დღესაც, მაგრამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, საქართველოს სუვერენიტეტის და სახელმწიფოებრივობის წინააღმდეგ არსებული კამპანიის ერთ-ერთ იდეოლოგს დუგინს ხვდებოდნენ . ეს არ გვიკვირს! ესაა განაცხადი ამ ჯგუფის და ამას ქართულმა საზოგადოებამ არჩევნებზე უნდა გასცეს პასუხი. არც ისაა გასაკვირი, რომ ივანიშვილს ეს ასპექტი ამ ძალების არ აღელვებს, ისინი მოკავშირეები არიან. ხშირ შემთხვევაში ერთად მოქმედებენ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ასეთი ძალა სრული კრახით დაამთავრებს და საზოგადოების მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს“, - განაცხადა ბოკერიამ.