გივი მიქანაძე: პოლიტიკური სუბიექტი, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ მაღალჩინოსნის კეზერაშვილის მხრიდან ფინანსდება, მიუღებელია ჩვენი პარტიისთვის და საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის

გივი მიქანაძე: პოლიტიკური სუბიექტი, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ მაღალჩინოსნის კეზერაშვილის მხრიდან ფინანსდება, მიუღებელია ჩვენი პარტიისთვის და საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიის შესაძლო დამფინანსებლების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„ძალიან სამწუხაროა ეს ფაქტი, აქ შემიძლია მხოლოდ ერთად-ერთი განცხადება გავაკეთო, რომ ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტი, ვინც შეიძლება დაფინანსდეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ისეთი მაღალჩინოსნის მხრიდან, როგორიც კეზერაშვილია, აბსოლუტურად მიუღებელია, როგორც ჩვენი პარტიისთვის, ისე საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის“, - განაცხადა მიქანაძემ.

„გიორგი გახარიამ დამფინანსებელი იპოვა“ - ამ სათაურით მედიაში სტატია გავრცელდა. ჟურნალისტი წერს, რომ გახარიას ფინანსური პარტნიორი დავით კეზერაშვილია.