შალვა პაპუაშვილი გახარიაზე გავრცელებულ სტატიაზე: ძალიან სამწუხაროა, თუ ეს დადასტურდება

შალვა პაპუაშვილი გახარიაზე გავრცელებულ სტატიაზე: ძალიან სამწუხაროა, თუ ეს დადასტურდება

ძალიან სამწუხაროა, თუ ეს დადასტურდება, - ასე შეაფასა გიორგი გახარიას პარტიის დაფინანსების შესახებ გავრცელებულ ინფორმაცია საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

„ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს, ცოტა ხანში დაიწყება საარჩევნო სამზადისი. „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა უკვე გაიზომა 31 ოქტომბრის არჩევნებზე და გარწმუნებთ, რომ იგივე შედეგს ნამდვილად გავიმეორებთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„გიორგი გახარიამ დამფინანსებელი იპოვა“ - ამ სათაურით მედიაში სტატია გავრცელდა. ჟურნალისტი წერს, რომ გახარიას ფინანსური პარტნიორი დავით კეზერაშვილია.