შოთა არველაძე ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს არველაძეები გახარიას გუნდში იქნებიან

შოთა არველაძე ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს არველაძეები გახარიას გუნდში იქნებიან

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი შოთა არველაძე ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს ძმები არველაძეები გახარიას გუნდში იქნებიან.

“ტყუილია!” – წერს შოთა არველაძე Facebook-ში. ფეხბურთელი აზიარებს იმ ნიუსსაც, სადაც წერია, რომ არველაძეები გახარიას გუნდში იქნებიან. სწორედ აღნიშნულ ნიუსს გაუკეთა არველაძემ მინაწერად – ტყუილია”.

შეგახსენებთ, უახლოეს პერიოდში ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია იგეგმება. მისი გუნდის წევრი ბექა ლილუაშვილი აცადებს, რომ პარტია ძალიან მალე დაფუძნდება. მისი თქმით, თარიღი ჩანიშნულია და ყველაფერი მზად არის ღონისძიებისთვის.