ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვმოქმედებთ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად, სადაც წერია - უნდა მივიღოთ ამნისტიის შესახებ კანონი და ეს კანონი უნდა შეეხოს ყველას

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვმოქმედებთ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად, სადაც წერია - უნდა მივიღოთ ამნისტიის შესახებ კანონი და ეს კანონი უნდა შეეხოს ყველას

ჩვენ ვმოქმედებთ შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად, სადაც წერია, რომ უნდა მივიღოთ ამნისტიის შესახებ კანონი და ეს კანონი უნდა შეეხოს ყველას, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ჟურნალისტებს განუცხადა.

„რაც შეეხება უარის შესახებ დათქმას, შარლ მიშელის დოკუმენტი თავისთავად ითვალისწინებს იმას, რომ მხარეები ამ დოკუმენტის პირობებზე უნდა იყვნენ თანახმა, თუ ვინმე უპირისპირდება მიშელის დოკუმენტს, უპირისპირდება მათ შორის ამნისტიას, ბუნებრივია მასზე შეიძლება არ გავრცელდეს ეს კანონი. ეს არის ასახული კანონპროექტში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს უმრავლესობიდან შესთავაზა დოკუმენტის მათი ვერსიიდან ამოიღონ ჩანაწერი ამნისტიაზე თანხმობასთან დაკავშირებით, ოპოზიციას კი სთავაზობს უარი თქვას ჩანაწერზე დაზარალებულის თანხმობის შესახებ.