ირაკლი კობახიძე: „ნამახვანჰესის“ აქციის ორგანიზატორებმა თანხების დეკლარილებაზე უარი თქვეს, რაც დამფინანსებლებზე ეჭვებს ამძაფრებს

ირაკლი კობახიძე: „ნამახვანჰესის“ აქციის ორგანიზატორებმა თანხების დეკლარილებაზე უარი თქვეს, რაც დამფინანსებლებზე ეჭვებს ამძაფრებს

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე დღეში რამდენიმე ათეული ათასი იხარჯებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული, ფინანსურად ძლიერი დამფინანსებლები ჰყავდათ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ასეთ დროს მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა, თუმცა აქციის ორგანიზატორებმა ამ თანხების დეკლარირებაზე უარი თქვეს, რაც არასწორია და დამატებით ეჭვებს ამძაფრებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სოფელ გუმათში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია გრძელდება.

გასულ ღამეს თბილისიდან დაბრუნებული „რიონის ხეობის მცველები“ გუმათში რკინის ბარიკადებს ხელებს ურტყამდნენ. პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, ისინი „ბარიკადებს იქამდე ურტყამენ, ვიდრე კომპანია „ენკა“ არ დატოვებს ტერიტორიას“.