“თუ “ფორმულამ” რეალურად „იწინასწარმეტყველა“ გახარიას პარტიის ზუსტი სახელწოდება და პრეზენტაციის თარიღი, შეკითხვები მტკიცებით ბრალდებებში ხომ არ გადაიზრდება?”, – ამის შესახებ ექსპერტი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საზოგადოებაში დიდი ხანია, დამკვიდრებულია მყარი აღქმები იმის შესახებ, რომ თუ ესა თუ ის არასახელისუფლებო პოლიტიკური აქტორი ინტენსიურად შუქდება ამა თუ იმ ოპოზიციურ ტელევიზიაში, მას მხარს უჭერენ იმ კონკრეტული ოპოზიციური ტელემაუწყებლების დამფინანსებლები.
,,მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურმე გადამდგარი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას ოპოზიციური პოლიტიკური საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური პარტნიორია “ნაციონალური მოძრაობის” მთავრობის ყოფილი წევრი, ტელეკომპანია “ფორმულას” სპონსორი, გაქცეული დავით კეზერაშვილი.
საზოგადოებაში დიდი ხანია, დამკვიდრებულია მყარი აღქმები იმის შესახებ, რომ თუ ესა თუ ის არასახელისუფლებო პოლიტიკური აქტორი ინტენსიურად შუქდება ამა თუ იმ ოპოზიციურ ტელევიზიაში, მას მხარს უჭერენ იმ კონკრეტული ოპოზიციური ტელემაუწყებლების დამფინანსებლები.
გიორგი გახარიას ოპოზიციურ ველზე გამოჩენისთანავე, გაჩნდა ჯერ კიდევ პასუხგაუცემელი უამრავი შეკითხვა. კერძოდ:
– რა პოლიტიკურ პლატფორმაზეა, რა პოზიციონირება აქვს ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხზე, სახელმწიფოს დარგობრივ განვითარებაზე, მიღწევებზე, შეცდომებზე და ა.შ?
– სხვა პარტიებიდან ვინ მოიაზრებიან მის პოლიტიკურ პარტნიორებად?
– რეალურად, ვინ არიან (მომავალი) პარტიის დამფინანსებლები?
– აქვს თუ არა მას დასაყრდენი რადიკალურ ოპოზიციურ მედიაში?
– დეკლარირებული რამდენიმე დეპუტატისა და ყოფილი მერების/ვიცემერების გარდა, ვინ არიან მის უახლოეს გარემოცვაში?
– თუ “ფორმულამ” რეალურად “იწინასწარმეტყველა” გახარიას პარტიის ზუსტი სახელწოდება და პრეზენტაციის თარიღი, შეკითხვები მტკიცებით ბრალდებებში ხომ არ გადაიზრდება?..
შეკითხვა მრავალია, პასუხები კი ჯერჯერობით არ ჩანს.
P.S. რატომღაც, დღეს დილითაც ჩავხედე აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს FARA-ს [უცხოელი აგენტების რეგისტრაციები/დეკლარაციები, რომლებიც ეწევიან პოლიტიკურ/PR- საქმიანობას ამერიკაში] ვებგვერდს.
როგორ გვინდა მსგავსი რამ საქართველოშიც ზედმეტი შეკითხვების თავიდან ასაცილებლად…”, – წერს აბაშიძე.