სალომე სამადაშვილი:  ჩანაწერი, რომელიც შეუძლებელს გახდის, რომ კანონი შეეხოს ნიკა მელიას, იქნება აცდენილი არამხოლოდ შეთანხმების სულისკვეთებას, არამედ იდეას, რომელიც ჩადეს მასში მედიატორებმა

სალომე სამადაშვილი:  ჩანაწერი, რომელიც შეუძლებელს გახდის, რომ კანონი შეეხოს ნიკა მელიას, იქნება აცდენილი არამხოლოდ შეთანხმების სულისკვეთებას, არამედ იდეას, რომელიც ჩადეს მასში მედიატორებმა

ნებისმიერი ჩანაწერი, რომელიც შეუძლებელს გახდის, რომ კანონი შეეხოს ნიკა მელიას, იქნება აცდენილი არამხოლოდ შეთანხმების სულისკვეთებას, არამედ საერთოდ, იდეას, რომელიც ჩადეს მასში მედიატორებმა,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა სალომე სამადაშვილმა „ამნისტიის შესახებ“ მმართველი პარტიის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში „ქართულ ოცნებას" ახსნა- განმარტებების გაკეთება მოუწევს.

„ამნისტიის იდეა ჩვენ პარტნიორებს გაუჩნდათ ერთადერთი მიზნით, რომ შეწყდეს ნიკა მელიას სამართლებრივი დევნა. ამიტომ, ნებისმიერი ჩანაწერი, რომელიც შეუძლებელს გახდის, რომ კანონი შეეხოს ნიკა მელიას, იქნება პირდაპირ აცდენილი არამხოლოდ შეთანხმების სულისკვეთებას, არამედ საერთოდ იდეას, რომელიც ჩაიდო ამნისტიის ავტორების მხრიდან და ესენი იყვნენ მედიატორები, მათი შემოთავაზება იყო ეს. „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ახსნა, რატომ ხდიან ისინი მედიატორების მიერ შემოთავაზებული იდეის რეალიზაციას შეუძლებელს,"- განაცხადა სამადაშვილმა.