ვლადიმერ ბოჟაძე: უკვე გაჩნდა ვერსიები რადიკალურ ოპოზიციასთან მის პარტნიორობასთან დაკავშირებით, რაზეც პასუხების გაცემა პირველივე საჯარო შეხვედრაზე მოუწევს

ვლადიმერ ბოჟაძე: უკვე გაჩნდა ვერსიები რადიკალურ ოპოზიციასთან მის პარტნიორობასთან დაკავშირებით, რაზეც პასუხების გაცემა პირველივე საჯარო შეხვედრაზე მოუწევს

"უკვე გაჩნდა ვერსიები რადიკალურ ოპოზიციასთან მის პარტნიორობასთან დაკავშირებით, რაზეც პასუხების გაცემა პირველივე საჯარო შეხვედრაზე მოუწევს" - წერს სოციალურ ქსელში, ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჯაძე.

"გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია 29 მაისს გაიმართებაო და უკვე გაჩნდა ვერსიები რადიკალურ ოპოზიციასთან მის პარტნიორობასთან დაკავშირებით, რაზეც პასუხების გაცემა პირველივე საჯარო შეხვედრაზე მოუწევს.

ის ფაქტი, რომ “ნაციონალური მოძრაობის” პარტიული ტელევიზიები გადადგომამდე გამალებით ცდილობდნენ გახარიას ,,გაშავებას", ხოლო ბოლო პერიოდია ასევე გამალებით ცდილობენ გახარიას ,,გაპიარებას",  დეტალურად იციან მისი გეგმა, ყველა თარიღი, ადგილი, გუნდის წევრები და ა.შ. ძალიან სერიოზულ კითხებს აჩენს.

გასაგებია რომ გიორგი გახარია, რომელმაც გუნდს ყველაზე პრინციპულ საკითზე, ყველაზე პრინციპულ დროს უღალატა აუცილებლად დაუპირისპირდება ,,ქართულ ოცნებას", მაგრამ თუ ამ ბრძოლაში რადიკალურ ოპოზიციაში იპოვის პოლიტიკური დასაყრდენს,  სავარაუდო დაფინანსებაც და ტელევიზიაც, ძალიან გაუჭირდება იმ ამომრჩევლების მიმხრობა ვინც მასში ,,მესამე ძალას" ეძებს.

ძალიან რთული იქნება ებრძოლა იმ ძალას რომლის პრემიერ-მინისტრიც იყავი და თან ებრძოლო იმათთან ერთად ვისაც ასე ,,გამალებული ებრძოდი" 18 თებერვლამდე".

amo ჩვენი ფული ჩვენ
3 წლის უკან