ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია უკვე გასცდა თავიდან გამოცხადებულ მიზნებს და გაჟღერდა უკვე პოლიტიკური მოტივები, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლევან ნიკოლეიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.
„ჯერ მათი თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, როცა გამოაცხადეს დედაქალაქის პარალიზება. ამას დაემატა აღლუმის ჩაშლის მცდელობა. ახლა ქმედება, რომელიც მათ დაგეგმეს და ცდილობენ, რომ განახორციელონ უკვე ადგილზე, რიონის ხეობაში, ძალიან ჰგავს იმ სცენარს, რაც ხორციელდებოდა ცესკოსთან. ძალიან დიდი ეჭვი ჩნდება, რომ მათ უკან არიან არა აქციის ორგანიზატორები, არამედ შემსრულებლები, რომლებიც ფართო პლანზე ჩანან, რომლებიც დესტაბილიზაციის გამოწვევას ცდილობენ“, - აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.
გასულ ღამეს თბილისიდან დაბრუნებული „რიონის ხეობის მცველები“ გუმათში რკინის ბარიკადებს ხელებს ურტყამდნენ. პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, ისინი „ბარიკადებს იქამდე ურტყამენ, ვიდრე კომპანია „ენკა“ არ დატოვებს ტერიტორიას“.