მთავარი რაბინი ღარიბაშვილსა და ივანიშვილზე: ნეტავ, იმ ქვეყანას, სადაც ასეთი ლიდერები არიან, მხოლოდ გამოიყენეთ, კი არ დაჭამოთ, ხალხო!

მთავარი რაბინი ღარიბაშვილსა და ივანიშვილზე: ნეტავ, იმ ქვეყანას, სადაც ასეთი ლიდერები არიან, მხოლოდ გამოიყენეთ, კი არ დაჭამოთ, ხალხო!

ქართველ-ებრაელთა მთავარი რაბინი იაკობ გაგულაშვილი სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

მთავარმა რაბინმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში საქართველოსა და ისრაელს შორის 26-ს საუკუნოვანი მეგობრობის გაღრმავებისა და განმტკიცების პერსპექტივებზე ისაუბრა. ქართველ ებრაელთა კავშირის გაძლიერება და საქართველოს ხელისუფლების მიერ ემიგრაციაში მყოფ ქართველ ებრაელთა სამშობლოში დაბრუნება - ამ თემებზე საუბრისას, რაბინმა პრემიერ ღარიბაშვილის, ასევე ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.

„9 წლის წინ ხანუკის ღონისძიებას დღევანდელი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა, ასევე ბიძინა ივანიშვილი. ღონისძიება თბილისში ჩატარდა. მომიწვიეს, როგორც მთავარი რაბინი და ჩამოვედი. პატივცემულმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა ქართველ ებრაელებს, რომ დაბრუნებულიყვნენ საქართველოში. მისმა სიტყვებმა ჩემზე იმოქმედა. შემდეგ სიტყვით მე გამოვედი და მას პასუხი გავეცი - ბატონო ირაკლი, ჩვენ მოვდივართ, არსად წავსულვართ, მხოლოდ ერთ რამე გთხოვთ. ჩვენი ბებია-ბაბუების საფლავები უპატრონოდ რომაა და ბალახია ამოზრდილი, კაცი ვერ შედის, ამას როგორმე თუ მიხედავთ, მეც შემეძლება ვთქვა, ჩემო ხალხო, ჩადით“, - განაცხადა მთავარმა რაბინმა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი დაჰპირდა მას, რომ ამ პრობლემას მისი ფონდი მოაგვარებდა, რაც შესრულდა კიდეც.

„ასეთი ადამიანები აქაურ ცხოვრებას წინ წაწევენ: ჩვენი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, აგერ, ბიძინა ივანიშვილი. სასწაული ფენომენი ადამიანია. ნეტავ, იმ ქვეყანას, სადაც ასეთი ლიდერები არიან, მხოლოდ გამოიყენეთ, კი არ დაჭამოთ, ხალხო“, - განაცხადა მთავარმა რაბინმა იაკობ გაგულაშვილმა

Ninja ჭკვიანი ხალხია ებრაელები.
4 წლის უკან
trampi ეს სიტყვები ისრაელში თემ ქართველ მეგობრებს აააქვთ ჩემთვის ნათქვამი----- რას ჭამთ ერთმანეთს....თქვენი პირობების ქვეყანა პირდაპირ უნდა ყვაოდესო
უჭკვიანესი ხალხია, უჭკვიანესი ....
ერთად ერთი ერია, რომელსაც ქართველზე სულ ცოტატი წინ ვაყენებ, სულ ცოტატი, მაგრამ მაინც წინ
რა ვქნა ჭკვიანები არიან, თორე ქართველზე წინ არ დავაყენებდი
დარჩენი ...........ყველა ჩვენ შემოგვევლოს...
4 წლის უკან