გიგა ბოკერია: არავის აინტერესებს კობახიძე რას იტყვის, ჩვენ წინ უნდა ვიყუროთ, ამ ცინიკურ, ქვეყნისთვის საშიშ ხელისუფლებას მოვუგოთ თვითმმართველობის და ვადამდელ არჩევნებში

გიგა ბოკერია: არავის აინტერესებს კობახიძე რას იტყვის, ჩვენ წინ უნდა ვიყუროთ, ამ ცინიკურ, ქვეყნისთვის საშიშ ხელისუფლებას მოვუგოთ თვითმმართველობის და ვადამდელ არჩევნებში

ახლა, არავის აინტერესებს კობახიძე რას იტყვის, ჩვენ წინ უნდა ვიყუროთ, ამ ცინიკურ, ჩვენი ქვეყნისთვის საშიშ ხელისუფლებას მოვუგოთ თვითმმართველობის და ვადამდელ არჩევნებში, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“თავმჯდომარე გიგა ბოკერია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ „ნაციონალურო მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას არ სურს ამნისტიის შესახებ კანონის მასზე გავრცელება, ოპოზიცია კი მელიას სურვილის წინააღმდეგ მიდის.

გიგა ბოკერია აღნიშნავს, რომ „ევროპულ საქართველოს" კვლავ შეცდომად მიაჩნია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ წინადადებებზე ოპოზიციის ნაწილის ხელმოწერა.

როგორც ბოკერია აცხადებს, ამ „გაუაზრებელმა ქმედებამ საშუალება მისცა ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში მყოფ ცინიკურ ადამიანებს ყველაფრის დისკრედიტაცია მოახდინონ“.

„ირაკლი კობახიძის ეს საქციელი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ტიპური საქციელია, ცინიკური, საზოგადოების შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ, მათ შორის, იმ შეთანხმების სულისკვეთების მიმართ, რომელიც დაიდო და ახლაც მძიმე შეცდომად მივიჩნევთ „ევროპული საქართველო".

სამწუხაროდ, ამ გაუაზრებელმა მოქმედებამ საშუალება მისცა ასეთ ცინიკურ ადამიანებს, ვინც ივანიშვილის გარემოცვაშია, რომ ასე ყველაფრის დისკრედიტაცია მოახდინონ, იმანიპულირონ ამ ყველაფრით“, - აღნიშნავს ბოკერია.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას სურს ამნისტიის შესახებ კანონის მასზე გავრცელება, ოპოზიცია კი მელიას სურვილის წინააღმდეგ მიდის.

როგორც ის განმარტავს, კონსულტაციებზეა დამოკიდებული, შევა თუ არა ამნისტიის შესახებ კანონპროექტში კორექტივები.

amo გიჟრაცუა!
3 წლის უკან