ფასი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის გაიღო ძალიან დიდია და თითოეულ ჩვენგანს გვავალდებულებს არასოდეს დავივიწყოთ სამშობლოსთვის თავგანწირული ჩვენი გმირები., - ამის შესახებ 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა.
„პატივს მივაგებ საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას. სიმბოლურია, რომ სწორედ 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, ქართულ მიწას მივაბარებთ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლ რაინდს, დამოუკიდებელი საქართველოს მთავარსარდალს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს. ეს არის იმის დასტური, რომ ჩვენ პატივს ვცემთ და ვაფასებთ საქართველოს ერთგულ შვილებს“, - განაცხადა კუჭავამ.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს სამშობლოში დაკრძალავენ.