ნამოხვანის კრიზისი, სისტემურ პრობლემებთანაა დაკავშირებული და მისი არსია ტერიტორიის, მიწის მოვლა-პატრონობის, დაცვისა და კეთილგონივრული გამოყენების სისტემური მოუწესრიგებლობა

ნამოხვანის კრიზისი, სისტემურ პრობლემებთანაა დაკავშირებული და მისი არსია ტერიტორიის, მიწის მოვლა-პატრონობის, დაცვისა და კეთილგონივრული გამოყენების სისტემური მოუწესრიგებლობა

" ნამოხვანის კრიზისი, სისტემურ პრობლემებთანაა დაკავშირებული და მისი არსია ტერიტორიის, მიწის მოვლა-პატრონობის, დაცვისა და კეთილგონივრული გამოყენების სისტემური მოუწესრიგებლობა" - წერს, ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში.

„არაპოპულისტური კონსერვატიზმის იმთავითვე სკეპტიკური დამოკიდებულება ზოგადად რეფერენდუმებისადმი - დიდი ხანია, საყოველთაოდ ცნობილია. ამიტომ, რაინდი ვასაძის წინადადება, ნამოხვანის კრიზისის რეფერენდუმით გადაწყვეტის შესახებ, ლაკმუსის ქაღალდივით არის და აშკარად მიუთითებს, რამდენად ღრმად პოპულისტურია მისი რუსული წარმომავლობის (ვინაიდან დუგინის ევრაზიონისტურ მესიანიზმის - რომელმაც თურმე უნდა „იხსნას“    მსოფლიო „ლიბერასტობის“ ჭირისგან, ქართული ინტერპრეტაციაა), ამიტომაც - ეგრეთ წოდებული  კონსერვატიზმი.

არაპოპულისტური, არა მოჩვენებითი, „არა ტუტრუცანული“ (გია იაკობაშვილის  მიგნებაა  ეს  ტერმინი) არამედ - ნამდვილი,  მე ვიტყოდი - ჭკუადამდჯდარი, დარბაისელი, დინჯი, სოლიდური კონსერვატიზმისთვის, რეფერნდუმი, როგორც წესი - იმთავითვე რადიკალიზმად განიხილება. იმიტომ, რომ კონსერვატიული ტრადიციისთვის ჭეშმარიტება თავისთავადია, ზეგარდმოა და არა „ხალხის ნებაზე“ დამოკიდებული; როცა „ხალხის ნებას“, რაც ცვალებადია, მოცემულ მომენტში არსებული პოლიტიკურ კონიუნქტურაზეა დამოკიდებული, ამდენად - უფრო შემთხვევითობისა და უწესრიგობისკენ, ვიდრე ინსტიტუციური წესრიგისკენ,   არის მიდრეკილი,  უხმობ ჭეშმარიტების მაგიერ, უდიდესია რისკი - კისერიც მოიტეხო.

ასევე: შვეიცარიის მაგალითის მოხმობა საქართველოში რეფერენდუმების ჩატარების არგუმენტად, რბილად რომ ვთქვათ -ან ღრმა დაბნეულობის, ანდა უარესი - ასევე რადიკალური პოპულიზმის ნიშანია.

საქმე ისაა, რომ შვეიცარია საათივით აწყობილი სისტემაა, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში - სკურპულოზურად „ზუსტ დროს“ უჩვენებს. ანუ - რეფერენდუმის ნებისმიერ შედეგზე, ვინაიდან ეს შედეგი მყარ ინსტიტუციურ წესრიგს იოტისოდენადაც ვერ შეცვლის, ქვეყნის ბედი დამოკიდებული და მით უმეტეს, დამყარებული არ არის. სარეფერენდუმო კითხვა შვეიცარიაში არასდროს იქნება ისეთი საბედისწერო, როგორც აქ და ახლა, ამ ფრაგმენტიზებულ, ნახევრად დაშლილ, პოლიტიკურად უკიდურესად პოლარიზებულ და ექსტრემმისტული მიდრეკილებებით გაჯერებულ ქვეყანაში, რომელიც ყოველ ჯერზე საკუთარი არსებობით რისკავს, როცა „ხალხის ნების“ სასწორზე შეაგდებს ხოლმე პოლიტიკოსთა უპასუხისმგებლობის გამო სისტემურად მოსაგვარებელ და გადასაწყვეტ საკითხებს.

რასაკვირველია, ნამოხვანის კრიზისი, სისტემურ პრობლემებთანაა დაკავშირებული და მისი არსია ტერიტორიის, მიწის მოვლა-პატრონობის, დაცვისა და კეთილგონივრული გამოყენების სისტემური მოუწესრიგებლობა (აბა, ერთი შეხედეთ, როგორ არის ეს საკითხი შვეიცარიაში დალაგებული - ერთ გოჯ მიწას ვერ ნახავ, ვერც უპატრონოს და ვერც ეშმაკები რომ ეპატრონებიან, ისეთს). სისტემის გამართვას, ქვეყნის დალაგებას შრომა და გარჯა სჭირდება, ოფლის ღვრა  და ქვეყნის პატრონობაზე დამავალდებულებელი პასუხისმგებლობა. იმ პრინციპის საყოველთაო დაცვა, რაც არავისთვის არ არის სადავო ევროპული ქვეყნებისთვის: საკუთრება არა მხოლოდ უფლებაა, არამედ იგი - ავალდებულებს, რათა ყველას მიერ, ვისაც ღმერთმა რაიმე საკუთრება ან უფლება უბოძა ამ ქვეყანაში, სიკეთით იქნეს ეს უფლება გამოყენებული!

იმის მაგივრად, რჯულსა და სჯულს მოუხმოთ, რჯულის მადლით გავისარჯოთ და სჯულით კეთილგონივრულად განვსაჯოთ, რეფერენდუმით გვინდა საკუთარი უპასუხისმგებლობის, მუქთახორობისა თუ უგუნურების  შენიღბვა. განა შეიძლება რეფერენდუმმა გაარკვიოს, რამდენად კომპეტეტნტურია ნამოხვანის პროექტი? რეფერენდუმი ხომ მხოლოდ იმას გაარკვევს, ვინ უფრო პოპულარულია - ექსტრემისტი და პოპულისტი ვარლამი თუ მინისტრი ნათია (რომლის კომპეტენტურობა, თუკი სათანადოდ ვერ დასაბუთება, მართლაც შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - რეფერენდუმით!)?

და კიდევ ერთიც: ქვეყანაში, სადაც ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, სახელმწიფოს იურიდიქცია ტერიტორიის 20%-ზე მეტზე არ ვრცელდება, ფიზიკურად შეუძლებელია საერთო-სახალხო რეფერენდუმის ჩატარება. ესეც ხომ ანგარიშგასაწევია“?

amo კარგია
3 წლის უკან
სერმინე ექსტრემისტი და პოპულისტი... თქვენც, ბატონო დავით...
3 წლის უკან
კ ა ხ ე ლ ი სერმინე - ნუთუ?! სად ნახეთ აქ ან ექსტრემიზმი ან პოპულიზმი?!
3 წლის უკან