ირაკლი კობახიძე: ბუნებრივია, ვერავინ დაიცდის, ვერც მოსამართლეთა კონფერენცია და ვერც პარლამენტი, ვიდრე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვაკანტური პოზიციები შეივსება

ირაკლი კობახიძე: ბუნებრივია, ვერავინ დაიცდის, ვერც მოსამართლეთა კონფერენცია და ვერც პარლამენტი, ვიდრე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვაკანტური პოზიციები შეივსება

ბუნებრივია, ვერავინ დაიცდის, ვერც მოსამართლეთა კონფერენცია და ვერც საქართველოს პარლამენტი მანამდე, ვიდრე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვაკანტური პოზიციები შეივსება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან კომენტარი მოსამართლეთა კონფერენციასთან დაკავშირებით გააკეთა.

„მიშელის შეთანხმების თანახმად, ეს რეფორმა უნდა განხორციელდეს 2022 წლის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე. რომც არ ეწეროს ეს ვადები მიშელის დოკუმენტში, ისედაც დაჭირდება ეს დრო სასამართლო რეფორმის განხორციელებას.

ბუნებრივია, ვერავინ დაიცდის, ვერც მოსამართლეთა კონფერენცია და ვერც საქართველოს პარლამენტი მანამდე, ვიდრე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვაკანტური პოზიციები შეივსება. ბუნებრივია, ერთი წლის განმავლობაში ქვეყანა იუსტიციის საბჭოს გარეშე ვერ დარჩება. ჩვენ საქართველოს კონსტიტუციის, კანონისა და მიშელის დოკუმენტის შესაბამისად ვმოქმედებთ“, - განაცხადა კობახიძემ.

ხვალ, 12:00 საათზე, მოსამართლეთა კონფერენცია გაიმართება, რომელმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი ახალი მოსამართლე წევრი უნდა აირჩიოს. კონფერენციის პარალელურად საპროტესტო აქციის გამართვაც იგეგმება.