საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პარლამენტში შესვლა ახლა ცუდია, არშესვლა კი უარესი.
„მათ გადაწყვეტილი აქვთ პარლამენტში შემოსვლა, ვინაიდან დაინახეს, რომ აქვთ ორი ალტერნატივა. ერთი არის ცუდი, მეორე კი უარესი. მათთვის ცუდი არის შემოსვლა, იმიტომ რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იქადნებოდნენ, რომ არ შემოვიდოდნენ პარლამენტში. არშემოსვლა კი არის უარესი, იმიტომ რომ საერთოდ ყველაფერს კარგავენ“, - განაცხადა კობახიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საზოგადოებას რამდენიმე დღეში აცნობებენ.