„ჩვენი გმირი ჯარისკაცები ნამდვილად იმსახურებენ ტაშს“ - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივას.
მისი თქმით, ამით ჩვენ ერთხელ კიდევ დავაფიქსირებთ მხარდაჭერას ჯარისკაცების საქმიანობის მიმართ.
„მინდა გამოვეხმაურო ჩვენი ახალგაზრდების ძალიან კარგ ინიციატივას. იცით, რომ დამოუკიდებლობის დღეა და მეორე - ქართულ ჯარს 30 წლის იუბილე აქვს. მართლაც იმსახურებენ ტაშს ჩვენი გმირი ჯარისკაცები. ნაწილი ახლა ბრუნდება ავღანეთიდან, მისიიდან, რომელსაც ძალიან სანიმუშოდ და წარმატებით გაართვეს თავი. მე და ჩემი ყველა კოლეგა შევუერთდებით ამ პოზიტიურ და ემოციურ აქციას, რასაც ქვია ტაში ქართულ ჯარს, ისინი ნამდვილად იმსახურებენ კომპლიმენტებს და იმსახურებენ ტაშს. ამით ჩვენ ერთხელ კიდევ დავაფიქსირებთ მხარდაჭერას მათი და მათი საქმიანობის მიმართ.