შალვა პაპუაშვილი გოლეთიანის განცხადებაზე: 26 მაისი არის ყველას დღე და არა ცალკეული ჯგუფებისა თუ ადამიანების

შალვა პაპუაშვილი გოლეთიანის განცხადებაზე: 26 მაისი არის ყველას დღე და არა ცალკეული ჯგუფებისა თუ ადამიანების

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ და საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეთ გაცნობიერებული, რომ 26 მაისი არის ყველას დღე და არა ცალკეული ჯგუფებისა თუ ადამიანების, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა წარმომადგენლის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებას.

„ეს არის ყველას დღე და საჭიროა, რომ ეს დღე აღვნიშნოთ ყველამ ერთად. ამიტომ მოწოდებები, ვინმე სადმე მივიდეს - არ შეიძლება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა წარმომადგენელმა, ვარლამ გოლეთიანმა მოსახლეობას მოუწოდა, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმის ნაცვლად, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციაზე მივიდნენ.