ღომი

ღომი

ინგრედიენტები

1   კგ. ღერღილი

200   გრამი მანის ბურღული

სულგუნი

მომზადება

კარგად გარეცხილ ღერღილს დავასხათ იმდენი წყალი, რომ დაიფაროს. დავდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ დაახლოებით 30-45 წუთის განმავლობაში. პერიოდულად ხის კოვზით ვურიოთ.

ამ დროის გასვლის შემდეგ, ნელ-ნელა შევურიოთ მანის ბურღული და თან შეუჩერებლად ვურიოთ, რომ არ დაიკოჟროს.

მანის შერევის შემდეგ, დაბალ ცეცხლზე კიდევ ნახევარი საათით გავაჩეროთ და უფრო ხშირ-ხშირად ვზილოთ. ბოლოს, მომზადებული ღომი თეფშებზე ამოვიღოთ და შიგ სულგუნის ნაჭრები ჩავაწყოთ.