გელა მამუკაშვილი: ვარლამი ჯერ ბოლომდე არ გაშიშვლებულა, ვაცადოთ, თავად მოახდენენ თვითლუსტრაციას

გელა მამუკაშვილი: ვარლამი ჯერ ბოლომდე არ გაშიშვლებულა, ვაცადოთ, თავად მოახდენენ თვითლუსტრაციას

ადვოკატი გელა მამუკაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:  

„ვარლამის რაზმეულმა(გნებავთ, ლეგიონი დაარქვით) დედაქალაქში გადმობარგებით და სიტუაციის რადიკალიზებით დიდი, გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა.  პოლიტიკურად ანგაჟირებული ექსტრემისტული დაჯგუფების მთავარ მიზანს წარმოადგენს მორალური უპირატესობის მოპოვება, რაც უცილობელი პირობაა ხალხის(მასის) მართვისა, მათით მანიპულირებისა და რადიკალურ ქმედებებში ჩართვისა. სწორედ "ზნეობრივი ფაქტორის" შექმნას და გამყარებას მოახმარა დამკვეთმა გასული რამდენიმე თვე, რაშიც უზარმაზარი სახსრები დახარჯა და ელექტორალური რესურსის მობილიზებაც მოახერხა.                                                                  

ამ ეტაპზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ანტისახელმწიფოებრივი დაჯგუფების ლიდერის თუნდაც დაკითხვაზე დაბარება იქნებოდა წინდაუხედავი, გაუაზრებელი ნაბიჯი (აღნიშნული სცენარი სწორედ ვარლამის დამკვეთების გეგმებშია).                                      

ვარლამი(კოლექტიური ვარლამი) ჯერ ბოლომდე არ გაშიშვლებულა, ვაცადოთ, თავად მოახდენენ თვითლუსტრაციას.   ნელ-ნელა, ეტაპობრივად მოხდება ვარლამის მარგინალიზაცია და "სამშობლოს მიწების დამცველის" ჯერ კიდევ მოკიაფე იმიჯი მალე, სულ მალე გაქრება. ხელში კი შეგვრჩება უცხოეთიდან მართული პროვოკატორი ექსტრემისტი, რომელსაც აუცილებლად ჩამოსცილდება ის ხალხი, ვინც დღეს აღმერთებს. პროცესი მტკივნეული იქნება, რადგან ხალხის მასაში ძნელია მოტყუებული ადამიანის და გააზრებული პროვოკატორის გარჩევა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ გამიზნული პროვოკატორების დიდი ნაწილიც ჩამოშორდება ვარლამ ცრუს, რადგან მათში თვითგადარჩენის ინსტიქტი ამოქმედდება.                                                          

მაინცდამაინც არც  კერპთაყვანიმცემელთა ახალი ტალღის მოძალების უნდა გვეშინოდეს, რადგან კერპები, როგორც წესი, თიხისგან კეთდება და ადვილად მსხვრევადია...ჰკა მაგასო, პირველად სწორედ ვარლამმადიდებლები დასცხებენ ყიჟინას.                                                                                                        

დამდეგ 26 მაისობას გილოცავთ, საქართველოს ნამდვილო შვილებო! მშვიდობიანი მაისის დილა გაგვთენებოდეს“!

amo ამინ!
3 წლის უკან
3 წლის უკან