საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სავალან მირზოევი გარდაბანში, კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში" კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოვაკის“ ვაქცინით აიცრა.
დეპუტატი აცრის შემდეგ თავს კარგად გრძნობს. მან მოსახლეობას ვაქცინაციაში ჩართვისკენ მოუწოდა.
როგორც სავალან მირზოევმა აღნიშნა, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი იარაღი მასობრივი ვაქცინაციაა. გარდაბნის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში ვაქცინაცია 17 მარტიდან დაიწყო.
როგორც კლინიკის დირექტორი აცხადებს, ამ დროისთვის ვაქცინა 400-მქ პირმა გაიკეთა. მისივე თქმით, დღეს კი კლინიკაში იმუნიზაცია „სინოვაკით“ დაიწყეს.
24 მაისიდან საქართველოში „სინოვაკით“ ვაქცინაცია დაიწყო.
ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო.