რა მიმართულებით დაიძრებიან და რას გადაკეტავენ დღეს რიონის ხეობის მცველები? - გოლეთიანის პასუხი

რა მიმართულებით დაიძრებიან და რას გადაკეტავენ დღეს რიონის ხეობის მცველები? - გოლეთიანის პასუხი

16:00 საათზე ვიტყვით სცენიდან, რა მიმართულებით დავიწყებთ მსვლელობას და რა გადაიკეტება დღეს - ვარლამ გოლეთიანი დღევანდელი აქციის შესახებ

ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქცია დღეს 16:00 საათზე განახლდება. კონკრეტულ გეგმებს აქციის ორგანიზატორები არ ამხელენ, თუმცა ცნობილია, რომ  პიკეტირებები და მსვლელობა დღესაც იქნება.

როგორც მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" დამფუძნებელი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, დღევანდელ აქციაზე გახდება ცნობილი, თუ რა მიმართულებით დაიწყება მსვლელობა და სად მოეწყობა პიკეტირება.

"16:00 საათზე ჩვენ გავაჟღერებთ ამას სცენიდან, რა მიმართულებით დავიწყებთ მსვლელობას და რა გადაიკეტება დღეს. ზოგადი გეგმა რომ გითხრათ, ეს არის, რომ ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე არ იქნება ჩვენი ძირითადი მოთხოვნები დაკმაყოფილებული.

კომპანია "ენკამ" დატოვოს რიონის ხეობა; შეჩერდეს ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც დადებულია მასთან 2015 წლიდან, აქ იგულისხმება ხელშეკრულების ნაწილიც და რა თქმა უნდა, მიწის გადაცემის ნაწილიც; ასევე ეკონომიკის მინისტრმა უნდა დატოვოს თანამდებობა და დადგეს ყველა იმ პირის პასუხისგების საკითხი, რომელიც მონაწილეობდა ამ დოკუმენტაციის მომზადების პროცესში და გამოცხადდეს მორატორიუმი," - აცხადებს მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" დამფუძნებელი ვარლამ გოლეთიანი.

amo ვარლამ კონსესუს ალტერნატივა არა აქვს. კონსესუსამდე როგორ უნდა მიხვიდეთ? მაგი თუ ნაფიქრი არ გაქვს კაი ბრიყვი ყოფილხარ.
3 წლის უკან
Katana . სავსებით ვიზიარებ ბოლო აბზაცში ჩამოთვლილ მოთხოვნებს!
მაგრამ არ ვიზიარებ ულტიმატუმებს და მუქარას ხელისუფლების მიმართ! - ეს არ არის გზა, რომელიც პრობლემის საშენოდ გადაჭრის სურვილს აჩენს მოწინააღმდეგეში.

აღლუმის ჩაშლას თუ შეეცდებიან, ეს იქნება დარტყმა არამხოლოდ ხელისუფლებაზე და დარტყმის პასუხი შეიძლება ასიმეტრიული აღმოჩნდეს!..

სამწუხაროდ, არც ხელისუფლების გონიერებაზე მეტყველებს ის, რაც დღეს ხდება ამ ჰესთან დაკავშირებით.
ნემსის წვერით გასაჭრელი, ნაჯახით გასაჭრელი გახადესო, ისეა საქმე.
რამდენი ტელედებატებიც ვნახე ენერგეტიკოსებსა და ბუნების დამცველებს შორის, შინაგანად ამ უკანასკნელთა მხარეზე აღმოვჩნდი: ის, რომ წინა წლების მიწისძვრების დროს ენგურჰესი ან ლაჯანურჰესი არ დაინგრა, არგუმენტი არ არის იმის დასამტკიცებლად, რომ ნამახვანიჰესის აშენებას არ სჭირდება ძალიან საფუძვლიანი გეოლოგიური თუ ჰიდროლოგიური გამოკვლევები წინასწარ! ეს კი, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, არ ჩატარებულა, თურმე!
მით უმეტეს, სრულიად მიუღებელია საქციელი, როცა მორატორიუმს აცხადებ და ჩვეულ რეჟიმში აგრძელებ მუშაობას! - ეს არის მასხრად აგდება ხალხისა, რომელიც თვეების განმავლობში აპროტესტებს ხეობის გასხვისებას და იმერეთის თავზე დამოკლეს მახვილის დაკიდებას...
3 წლის უკან