დავით მათიკაშვილი: 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, ამიტომ არსებობს საფრთხე, რომ გოლეთიანის განცხადება პროტესტანტებმა სხვანაირად გამოიყენონ

დავით მათიკაშვილი: 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, ამიტომ არსებობს საფრთხე, რომ გოლეთიანის განცხადება პროტესტანტებმა სხვანაირად გამოიყენონ

ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და პროტესტის გამოხატვა თავისუფალია კანონის ფარგლებში, თუმცა 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, რომელსაც ყველა მოქალაქე აღნიშნავს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა წარმომადგენლის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებას.

„არსებობს საფრთხე, რომ ვარლამ გოლეთიანის განცხადება პროტესტანტების მხრიდან სხვანაირად იყოს გამოყენებული. ეს უკანონობას, ქალაქის პარალიზებასა და დესტრუქციას არ უნდა გულისხმობდეს“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა წარმომადგენელმა, ვარლამ გოლეთიანმა მოსახლეობას მოუწოდა, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმის ნაცვლად, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციაზე მივიდნენ.