საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა. "ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 654 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 30 456 ტესტი ჩატარდა.