ზაალ ანჯაფარიძე: გოლეთიანის დიაგნოზს თამამად შეიძლება ვუწოდოთ ბანალური ნარცისიზმი

ზაალ ანჯაფარიძე: გოლეთიანის დიაგნოზს თამამად შეიძლება ვუწოდოთ ბანალური ნარცისიზმი

ვარლამ გოლეთიანი თან მეცოდება, რადგანაც პაიკია სხვების ხელში, თან არა, რადგანაც, როგორც ჩანს, შეგნებულად მიდის ამაზე, - ასე აფასებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა წარმომადგენლის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებას.

„ის ზედიზედ უშვებს მძიმე შეცდომებს. თბილისში ჩამოსვლის პირველივე დღეს დედაქალაქის პარალიზება გამოაცხადა, თითქოს თბილისი მისი სათარეშო საადგილმამულო იყოს. დღეს უკვე სახელმწიფო სიმბოლოებს დაესხა თავს და საკუთარი თავი გააიგივა ქვეყნის დამოუკიდებლობასთან, რომელიც ხალხმა თურმე მასთან უნდა აღნიშნოს, და არა საერთო სახელმწიფო აღლუმზე. რატომღაც ჰგონია, რომ აქაური საზოგადოება ამ ყველაფერს გაუტარებს.

გოლეთიანის დიაგნოზს თამამად შეიძლება ვუწოდოთ ბანალური „ნარცისიზმი“ - თითქმის ყველა სიმპტომი სახეზეა. თუმცა, თუ უფრო ღრმად ჩავიხედავთ, შესაძლოა უფრო საფრთხის შემცველი სურათი დავინახოთ - დაგეგმილი მორიგი რევოლუცია.

როგორც ვხედავთ ეკოლოგიურმა და სხვა მოთხოვნებმა უკან გადაიწია და წინ უკვე პოლიტიკური მოთხოვნებია. პარტიების და აქტივისტების ასეთი აქტიური მოწვევა აქციაში ჩართვისკენ, უკვე გვაჩვენებს თუ საითკენ მიდის პროცესი“, - წერს ანჯაფარიძე.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა წარმომადგენელმა, ვარლამ გოლეთიანმა მოსახლეობას მოუწოდა, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმის ნაცვლად, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციაზე მივიდნენ.

სერმინე არ მეგონა, ბატონო ზაალ, ასე პრიმიტიულად თუ აზროვნებდით.
3 წლის უკან
ლევანი რატომ ბანალური ნარცისიზმი? მეტი ფანტაზია არ გეყოთ? იმიტომ აშენებენ ამ დიდ ჰესებს, რომ ვერ გაძღნენ ეს კრიპტოვალუტის მაინერით გამომმუშავებელი ფირმები, რომლებიც კოლოსალურ დენს ხმარობენ. შარშანდელთან შედარებით ოფიციალური მონაცემებით 3-ჯერ გაზრდილია მათ მიერ მოხმარებული ელ. ენერგია, ასეთი ტემპით მომავალ წელს მოხმარებული ენერგიით ენერგო პროს გადაუსწრებენ. აბა დაფიქრდით, ვისი მონოპოლიაა საქართველოში კრიპტოვალუტის გამომმუშავებელი მაინერები? აი, რატომ ჰკიდიათ .... -ზე და ფეხებზე ხალხის სურვილი რომ არ ჩამოასახლონ თურქები
3 წლის უკან