რა საკითხები განიხილეს უმრავლესობის სხდომაზე - სოზარ სუბარის განმარტება

რა საკითხები განიხილეს უმრავლესობის სხდომაზე - სოზარ სუბარის განმარტება

უმრავლესობის ტრადიციული შეხვედრა იყო. იყო სესიაზე განსახილველი საკითხები, მათ შორის, ყველაზე აქტუალური მოგეხსენებათ ეს არის საარჩევნო რეფორმა და ამნისტიის კანონი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა

„ეს ორი ძირითადი საკითხი იყო - საარჩევნო კამპანია, რომელიც უკვე დაწყებულია და მეორე თემა იყო პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ბრიუსელში და ძალიან კარგი სიახლეებია ამასთან დაკავშირებით. ერთი სიახლეა ის, რაზეც ერთი წლის წინ შეიძლება ეღიმებოდა ბევრს, როცა ჩვენ ვამბობდით, რომ 2024 წელს ჩვენ ვაპირებთ განაცხადი შევიტანოთ ევროკავშირში წევრობაზე - დღეს უკვე ამ წინადადებას საკმაოდ სერიოზულად განიხილავენ ჩვენი პარტნიორები, უკვე აღარავის ეღიმება და უკვე კონკრეტულ გეგმებზე არის ლაპარაკი. გადაწყვეტილებებზე არც თბილისის, არც დმანისის, არც ჩხოროწყუს და არცერთ მერზე არ ვლაპარაკობთ ჯერ, სანამ არ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული. არაფერი საჩქარო არ გვაქვს, გაიგებთ, როცა საჭირო იქნება", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა დასრულდა.