სოზარ სუბარი გოლეთიანის განცხადებაზე: ძალიან არ მინდა, რომ მათ ნებსით თუ უნებლიეთ შეასრულონ იმ ადამიანების თამაში, ვისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს

სოზარ სუბარი გოლეთიანის განცხადებაზე: ძალიან არ მინდა, რომ მათ ნებსით თუ უნებლიეთ შეასრულონ იმ ადამიანების თამაში, ვისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს

ძალიან არ მინდა, რომ მათ ნებსით თუ უნებლიეთ შეასრულონ იმ ადამიანების თამაში, ვისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რომლებსაც პრაქტიკულად ოკუპანტი ან მისი მომხრეები ჰქვია, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა წარმომადგენლის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებას.

„არასასიამოვნოა, როდესაც ადამიანები ამბობენ,. რომ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მათ უნდა ჰქონდეთ გრანდიოზული აქცია, პრაქტიკულად ისინი ცდილობენ, რომ ჩაშალონ დამოუკიდებლობის ზეიმი, ყველაზე დიდი დღე ჩვენი ერის ისტორიაში და ძალიან არ მინდა, რომ მათ ნებსით თუ უნებლიეთ შეასრულონ იმ ადამიანების თამაში, რომლებისთისაც ეს დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რომლებსაც პრაქტიკულად ოკუპანტი ან მისი მომხრეები ჰქვია“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სერმინე რომელ დამოუკიდებლობას ზეიმობთ ე.წ. ხელისუფლებავ.
3 წლის უკან