ხვალ ვაჩვენებთ გაცილებით უფრო მეტ ძალას, დავიძვრებით მსვლელობით და გადავკეტავთ მნიშვნელოვან ადგილებს, - ამის შესახებ „ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, აქციის მონაწილეების პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნები.
„გულწრფელ, სამართლიან ბრძოლას ვფიქრობ, აჰყვება მთელი ქვეყანა, განსაკუთრებით დედაქალაქი. ჩვენ ხვალ, 16:00 საათზე ვაჩვენებთ გაცილებით უფრო მეტ ძალას, ვიდრე ვართ დღეს. გაცილებით მეტნი ვიქნებით, თუნდაც ამ მოედანზე. დავიძვრებით მსვლელობით და გადავკეტავთ მნიშვნელოვან ადგილებს. ლოკაციას დღეს სპეციალურად არ ვასახელებთ და მოვაწყობთ პიკეტირებას. ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე არ დაკმაყოფილდება ქართველი ხალხის მოთხოვნა", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
არ გამოვა ხელისუფლებასთან ულტიმატუმების ენით საუბარი: შენგან შეშინებული მთავრობა ვერ დარჩება თავის ადგილზე და არ იზამს ამას!
ნუ გგონია, რომ ეს ხალხიც 209 დღე დაგიდგება გვერდით. შემოგეფანტებიან მალე და აღარ გექნება ძალი ქადილისა. ასე მგონია მე და ვნახოთ, აბა, თუ გამართლდება.
სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ ამდენი ხნის განმავლობაში ვერ მოახერხა, დაერწმუნებინა ხალხი თავისი გადაწყვეტილების რაციონალურობაში...
ესე იგი, არა აქვს არგუმენტები.
დემაგოგია კი არ ჭრის!
ამაშია საქმე.
დიდ შარშია ეს ახალგაზრდა გახვეული და ვერ ხვდება