ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ მინსკში მომხდარი ინციდენტი საერთაშორისო სკანდალია.
„ის, რაც გუშინ ბელარუსში მოხდა, საერთაშორისო სკანდალია. ამან საფრთხე შეუქმნა მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლეს და საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას. დღეს ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე განვიხილავთ სანქციების სხვადასხვა ვარიანტს. საჭიროა ძლიერი პასუხი“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.