“ხალხს დამოუკიდებლობის დღის ზეიმის ნაცვლად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ორგანიზებულ აქციაზე მისვლისკენ რომ მოუწოდებ, ეს არის პატრიოტიზმი? ეს არის ქვეყნის სიყვარული?”,- ასე ეხმაურება ეკონომისტი ანდრია გვიდიანი “ნამოხვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებას.
“მოიცა, მოიცა, ეს ნამდვილად თქვა?! ნეტა გააზრებული აქვს საერთოდ, რაზე ლაპარაკობს და ნეტა იცის, რამდენს იღებს საკუთარ თავზე?! მოკლედ, ლუსტრაცია გრძელდება.
ხალხს დამოუკიდებლობის დღის ზეიმის ნაცვლად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ორგანიზებულ აქციაზე მისვლისკენ რომ მოუწოდებ, ეს არის პატრიოტიზმი? ეს არის ქვეყნის სიყვარული?
ეს უკვე არა ჰესის მიმართ, არამედ ქვეყნის მიმართ პროტესტია.
P.S. – ვინმე კეთილის მსურველმა ურჩიეთ ამ ახალგაზრდას, ცოტა გონს მოვიდეს და თავისი ადგილი ისწავლოს;
P.P.S – ვიღაც ტროლებმა ლექსი დაუწერეს, იესოს შეადარეს და მემგონი მართლა დაიჯერა, რომ მესიაა”, – წერს გვიდიანი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ვარლამ გოლეთიანმა განცხადება გააკეთა: “მოვუწოდებთ საზოგადოებას, 26 მაისს არ მივიდნენ აღლუმზე, არამედ მოვიდნენ ჩვენთან და ვთქვათ, რომ ეს ქვეყანა ჩვენ გვეკუთვნის”.
(კერვალიშვილებს სხვა კი არაფერი უქნიათ, ამდენი წელი რომ ხეხავდნენ ციხეს!).