ფაქტობრივად, დამოუკიდებლობის დღეს აუქმებს, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, დავით ქართველიშვილი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა წარმომადგენელის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებას.
„გუშინ დამიანონსებია გოლეთიანის დამოკიდებულება 26 მაისისადმი. ფაქტობრივად, აუქმებს დამოუკიდებლობის დღეს...
220 წლის წინ, 1801 წელს საქართველოს ანექსია მოხდა.
210 წლის წინ, 1811 წელს გაუქმდა ეკლესიის ავტოკეფალია.
1921 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია.
2021 წელს სრულდება 30 წელი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან.
ზეგ სრულდება 10 წლისთავი 2011 წლის 26 მაისის სისხლიანი დარბევიდან.
და აი ახალი შემოტევა. ბართლომეს თუ არა, ვარლაამის ღამე გველოდება.
P.S.: საცობში ვწერ. ვარლაამის მიერ პარალიზებულ ჩემს მშობლიურ ქალაქში. მარცხნივ და უკან უიმედოდ ცდილობენ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები, ალბათ მძიმე ავადმყოფების გადარჩენას“, - წერს დავით ქართველიშვილი.
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა წარმომადგენელმა, ვარლამ გოლეთიანმა მოსახლეობას მოუწოდა, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმის ნაცვლად, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციაზე მივიდნენ.