„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მისი პარტია, პარლამენტში შესვლის საკითხზე, საბოლოო გადაწყვეტილებას მიმდინარე თვის ბოლოს მიიღებს. მისივე განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ აქტიურად აგრძელებს შეხვედრებს კოლეგებთან.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თვის ბოლოს აპირებს, მიიღოს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელების შესახებ. ამაზე უნდა იმსჯელოს და გადაწყვიტოს პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ. ნიკას აზრის საბოლოოდ ჩამოსაყალიბებლად და პარტიის გადაწყვეტილებისთვის, ჩვენ ყველა ჯგუფსა და ორგანიზაციას უნდა გავესაუბროთ და დაველაპარაკოთ, რადგან ეს მნიშვნელოვანი საკითხია“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ აქტიურად მართავენ შეხვედრებს და მსჯელობენ, შევიდნენ თუ არა პარლამენტში. საქართველოში ჩანიშნულ შეხვედრებამდე, პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია უკრაინას სტუმრობდა. 16 მაისს, ის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს რამდენიმე წევრთან ერთად, კიევში გაემგზავრა და მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.