პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს კონსენსუსის მიღწევის დიდი სურვილი არ აქვთ.
„ერთ მხარეს დარჩა გადაკეტვების, სახელმწიფო უწყებების თუ გზების პარალიზების სტრატეგია, მეორე მხარეს კი კვლავ ძალაში არსებული შეთავაზება, რომ დეტალებში, არგუმენტირებულად, ყველა ექსპერტის ჩართულობით იყოს განხილული ეს საკითხი. ულტიმატუმი, პარალიზება დარჩა მეორე მხარეს. სამწუხაროა, რომ ამ თემას გამოეხმაურნენ, რაც კიდევ ერთი დამატებითი რესურსი იყო კონსენსუსამდე მისვლის, მაგრამ კონსენსუსის მიღწევის დიდი სურვილი ამ აქციების ორგანიზატორებს არ გააჩნიათ. მათ აქვთ ძალიან მტკიცე პოზიცია: გადადგეს ეკონომიკის მინისტრი, დაისაჯოს ესა თუ ის ოფიციალური პირი და მოხდეს დედაქალაქის პარალიზება. ასეთია რეალური სურათი“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.